წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს შპს „1პლიუს1“, საიდენტიფიკაციო კოდი: 404692926 (შემდგომში – „კომპანია“) მიერ შემოთავაზებული სერვისებით სარგებლობის პროცესში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.
წინამდებარე პირობებზე გაცნობითა და თანხმობის ღილაკის დაჭერით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, იმ წესებსა და პირობებზე რომელიც მოცემულია ამ დოკუმენტში და რომელიც დაარეგულირებს თქვენს მიერ კომპანიის სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენი მომსახურების გამოყენებამდე გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ და გაეცნოთ წინამდებარე პირობებს.
1.1 ამ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს ექნებათ შემდეგი მნიშვნელობები:
1.1.1 პროგრამა – კომპანიის მიერ შერჩეული სერვისების ერთობლიობა (პაკეტი), რომლის მიწოდებასაც უზრუნველყოფს კომპანიის პარტნიორი სუბიექტი და რომელიც ხელმისაწვდომია კომპანიის მომხმარებლებისთვის.
1.1.2 კლიენტი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელთანაც კომპანიას აქვს გაფორმებული კორპორატიული მომსახურების ხელშეკრულება და რომლის ფარგლებშიც კომპანიის მომხმარებლები სარგებლობენ კომპანიის მომსახურებით.
1.1.3 მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც ჩართულია პროგრამაში/შეძენილი აქვს პროგრამა და უფლება აქვს ისარგებლოს პარტნიორი სუბიექტის მიერ შეთავაზებული სერვისებით.
1.1.4 სია/მომხმარებელთა სია – იმ მომხმარებელთა სია, რომლებსაც უფლება აქვთ ისარგებლონ პროგრამაში არსებული სერვისებით.
1.1.5. პარტნიორი/პარტნიორი სუბიექტი – პირი რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს კომპანიის მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ტიპის პროდუქტის/სერვისების მიწოდებას, მობილური აპლიკაციის საშუალებით, პარტნიორების სია მოცემული არის კომპანიის ვებ-გვერდზე: https://1plus1.ge/
1.1.6. ერთჯერადი შესვლა – მომხმარებლის მიერ კომპანიის რომელიმე პარტნიორი სუბიექტის მიერ შეთავაზებული ერთი სერვისის გამოყენება მომხმარებელის მიერ შერჩეულ დროსა და თარიღში, პარტნიორის სამუშაო საათების დროს და პარტნიორის მიერ დადგენილი წესების მიხედვით. ერთჯერადი შესვლა გულისხმობს მომხმარებლის მიერ ერთი კალენდარული დღის მანძილზე ერთი პარტნიორი სუბიექტის სერვისებით ერთხელ სარგებლობას.
1.1.7. კონტროლიორი – კომპანიის თანამშრომელი, რომელსაც უფლება აქვს შესამოწმებლად მივიდეს პარტნიორის დაწესებულებაში.
1.1.8. მობილური აპლიკაცია – კომპანიის მიერ შექმნილი მობილური აპლიკაცია, რომელშიც ყველა მომხმარებელს აქვს საკუთარი ანგარიში/პროფილი და რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს პარტნიორი სუბიექტის მიერ შეთავაზებული სერვისებით.
1.1.9. ვაუჩერი – კომპანიის მიერ გაცემული მატერიალური ვაუჩერი, რომლის მფლობელს ეძლევა შესაძლებლბოა ისარგებლოს პარტნიორი სუბიექტის მიერ შეთავაზებული სერვისებით.
1.1.10. საანგარიშო პერიოდი – კალენდარული თვე, რომლის მანძილზეც მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის სერვისებით. საანგარიშო პერიოდი იწყება თვის რომელიმე რიცხვში და მთავრდება მომდევნო თვის იმავე რიცხვში.
2.1 კომპანია უზრუნველყოფს ყველა მომხმარებლისათვის შესაბამისი პროფილის/ანგარიშის შექმნას მობილურ აპლიკაციაში.
2.2 კომპანია ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს სხვადასხვა პარტნიორი სუბიექტის სერვისი.
2.3 თითოეულ მომხმარებელს, კომპანია სთავაზობს შემდეგ სერვისებს:
2.3.1 პროგრამაში შემავალ ყველა მომსახურებაზე წვდომა და სისტემის გამართული ფუნქციონირება.
2.3.2 პარტნიორი სუბიექტების მიერ შეთავაზებული მომსახურებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
2.3.3 კომპანიის კონტროლიორის მეშვეობით, პარტნიორი სუბიექტის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი.
3.1 მომხმარებელი ვალდებულია მომსახურების საფასური გადაიხადოს საბანკო გადახდის გზით, კომპანიის მიერ შემოთავაზებული გადახდის ფორმით. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი წინასწარ გადაიხდის 1 თვის მომსახურების საფასურს (ერთი საანგარიშო პერიოდი) და უფლება ექნება ისარგებლოს კომპანიის მომსახურებით 1 თვის (ერთი საანგარიშო პერიოდის) მანძილზე.
3.2. მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურების გადახდის შემდეგ, შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, მოხდება მობილურ აპლიკაციაშ მომხმარებლის ანგარიშის/პროფილის დეაქტივაცია, მანამდე ვიდრე მომხმარებელი კვლავ არ გადაიხდის შემდეგი საანგარიშო პერიოდის მომსახურების თანხას, რის შედეგადაც ანგარიში/პროფილი ავტომატურად გააქტიურდება.
3.3. შესაბამისი მომენტისთვის კომპანიის ყოველთვიური მომსახურების საფასურის ოდენობა დაფიქსირებული/განთავსებული იქნება მომხმარებლის სარეგისტრაციო ონლაინ ბმულზე/ლინკზე, რომლის საშუალებითაც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს მომსახურების საფასური.
3.4. კომპანია უფლებას იტოვებს ცალმხრივი გადაწყვეტილებით შეცვალოს (გაზარდოს ან შეამციროს) მომსახურების საფასური. კომპანია მომხმარებელს შეატყობინებს ფასის გაზრდის შესახებ, არანაკლებ იმ თარიღამდე 25 დღით ადრე როცა გაზრდილი ფასი ძალაში უნდა შევიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, შეცვლილი ფასი, არ გავრცელდება იმ საანგარიშო პერიოდზე, რომლის თანხაც მომხმარებელს უკვე გადახდილი აქვს.
4.1 წინამდებარე დოკუმენტი (პირობები) ძალაში შედის მომხმარებლის მიერ მასზე თანხმობის დაფიქსირების მომენტიდან.
4.2 საანგარიშო პერიოდის ათვლა იწყება მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის დღიდან და გრძელდება მომდევნო კალენდარული თვის იმავე რიცხვამდე, რა რიცხვშიც მომხმარებელმა გადაიხადა მომსახურების საფასური.
4.3. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს მომსახურების მიღების გაგრძელებაზე შემდგომი საანგარიშო პერიოდიდან. მომხმარებელს უფლება არ აქვს მოითხოვოს შესაბამის საანგარიშო პერიოდზე გადახდილი მომსახურების საფასურის უკან დაბრუნება.
5.1 მომხმარებლები თავისუფლდებიან წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული მათი შესაბამისი ვალდებულებებისაგან ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობისას და ფორს-მაჟორული გარემოებების ფარგლებში, რაც გულისხმობს ისეთ გარემოებას, რომელიც წარმოიშვა შესაბამისი მხარის ნების გარეშე და რომლის დადგომის და მოქმედების კონტროლი აღემატება შესაბამისი მხარის გონივრულ შესაძლებლობებს, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ომს, მასობრივ არეულობებს, სამოქალაქო არეულობებს, რევოლუციებს, გაფიცვებს, პანდემიებს, ბლოკადებს, უბედურ შემთხვევებს, საგანგებო მდგომარეობას, ხანძრებს, წყალდიდობებს თუ სხვა ბუნებრივ მოვლენებს, ემბარგოებს, სამთავრობო აქტებს, ნებისმიერი მესამე პირის ნებისმიერი სახის კანონიერ თუ უკანონო ქმედებას ან აქტს, რომლის შედეგად შეუძლებელია ვალდებულებების შესრულება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობის ნებისმიერი ისეთი ცვლილება, რომელიც აუარესებს რომელიმე მხარის სამართლებრივ მდგომარეობას, გავლენას ახდენს მხარეთა მიერ შესასრულებელი ვალდებულებ(ებ)ის შესრულების შესაძლებლობაზე, ვადებსა და/ან ხარჯებზე, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ადგილობრივი, ცენტრალური, სახელმწიფო, სამთავრობო, მმართველობის, თვითმმართველობის, მარეგისტრირებელი თუ სხვა უწყების ნებისმიერი არასახარბიელო სამართლებრივი აქტი და/ან მოქმედება განიხილება, როგორც ფორს-მაჟორული გარემოება.
5.2 ნებისმიერი ასეთი ფორს-მაჟორული გარემოება ათავისუფლებს მხარეებს ურთიერთ-ვალდებულებებისაგან ამგვარი ფორს-მაჟორული გარემოებების ფარგლებში, და მხარეთა მიერ პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებელი ვადა გადავადებულ უნდა იქნეს ამგვარი შემთხვევის ხანგრძლივობის პროპორციულად.