1. წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს იმ წესებსა და პირობებს, რომლის საფუძველზეც, კომპანია მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის მიზნით, შეაგროვებს და დაამუშავებს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს. თუ თქვენ სარგებლობთ კომპანიის მომსახურებით, პარტნიორი/პარტნიორი სუბიექტი და შპს „1პლუს1“ შორის გაფორმებული კორპორატიული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, მაშინ თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით, კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს ამ დოკუმენტში მოცემული პირობების შესაბამისად.
2. კომპანია აგროვებს და დაამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ მომსახურების გაწევის, გაწეული მომსახურების მონიტორინგისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, სტატისტიკის წარმოების და ნებისმიერი სხვა იმ მიზნისთვის, რაც არ სცდება კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევის მიზანს. კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ არ გამოიყენებს პერსონალურ მონაცემებს ნებისმიერი სხვა მიზნისთვის, არ გადასცემს მას ნებისმიერ სხვა პირს თუ ეს არ არის განპირობებული კანონმდებლობის მოთხოვნით და სხვაგვარად არ დაარღვევს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს.
3. კომპანია უფლებას იტოვებს შეაგროვოს და დაამუშავოს შემდეგი მონაცემები:
4. კომპანია მომხმარებლის მონაცემებს გაუმჟღავნებს მხოლოდ მის პარტნიორ სუბიექტებს მხოლოდ იმ მიზნით, რათა მოხდეს მომხმარებლის იდენტიფიცირება. კომპანია აგრეთვე უფლებას იტოვებს მომხმარებლის მონაცემები ინფორმაცია გაუმჟღავნოს ნებისმიერ სხვა მესამე პირს, თუ ეს საჭიროა კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად და მომხმარებლისათვის სრულფასოვანი მომსახურების გასაწევად.
5. კომპანია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დამუშავება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. კომპანია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, დაამუშაოს მომხმარებლის შესახებ 3-ე პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (კერძოდ – მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი).
7. მომხმარებლისათვის ნებისმიერი მიზეზით მომსახურების მიწოდების/ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემების განადგურებას გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ კი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ მონაცემების შენახვის ვალდებულებას.
8. კომპანია უფლებას იტოვებს, მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის შეწყვეტის/მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაცია გაუმჟღავნოს შესაბამის დამსაქმებელს (ორგანიზაციას) რომელთანაც გაფორმებული არის კორპორატიული მომსახურების ხელშეკრულება.
1. მომხმარებელს კომპანიის სერვისებით სარგებლობა შეუძლია მობილური აპლიკაციის გამოყენებით. მობილური აპლიკაციის გამოყენება ხდება აპლიკაციაში მომხმარებლის პერსონალური აქტიური პროფილის/ანგარიშის საშუალებით.
2. იმისათვის რათა მომხმარებელმა გამოიყენოს პარტნიორი სუბიექტის სერვისები, მომხმარებელი ვალდებულია პარტნიორ სუბიექტში ვიზიტისას თან ჰქონდეს მოწყობილობა რომელზეც გააქტიურებულია მისი პროფილი მობილურ აპლიკაციაში. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის სერვისებით სარგებლობისას ყოველთვის თან იქონიოს მისი პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
3. კომპანიის და პარტნიორის თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან შეამოწმონ მომხმარებლის ვინაობა და მოახდინონ მისი იდენტიფიკაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ მომხმარებელი არღვევს მობილური აპლიკაციის გამოყენების წესებს, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებელს დაუბლოკოს პროფილი/ანგარიში.
4. მომხმარებელი ვალდებულია დაემორჩილოს იმ პარტნიორი სუბიექტის მიერ დადგენილ წესებს და პირობებს, რომლის სერვისებითაც სარგებლობს, მათ შორის, თუმცა არამხოლოდ, სამუშაო საათების დასაწყისი და დასასრული და სხვა რეგულაციები.
5. პარტნიორი უფლებამოსილია მოითხოვოს დეპოზიტის გადახდა მომხმარებლისგან, თუ კი მომხმარებელს სურს ადგილის დაჯავშნა პარტნიორთან. ასეთ შემთხვევაში, დაჯავშნასთან დაკავშირებული დეტალები დარეგულირდება თავად პარტნიორის მიერ დადგენილი წესებით და მომხმარებელი ვალდებული იქნება მას დაემორჩილოს.
6. პარტნიორს უფლება აქვს მომხმარებლისგან მოითხოვოს დამატებითი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ დამატებითი მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, თუ კი ეს ცალსახად გაცხადებული არის კომპანიის ვებგვერდზე, ან თუ კი ეს გაცხადებული იქნა მომხმარებლისთვის საჯაროდ ან ნებისმიერი სხვა გზით.
7. კომპანია მომხმარებელს ურჩევს რომ წინასწარ დაუკავშირდეს პარტნიორ სუბიექტს რათა დაჯავშნოს ადგილი ჯგუფურ აქტივობებში და გაარკვიოს პარტნიორი სუბიექტისგან ამა თუ იმ სერვისის მიღებასთან დაკავშირებული წესები.
8. ნებისმიერი ინფორმაცია კომპანიის მიერ მიწოდებულ სერვისებზე შესაძლებელია მოძიებული იქნეს კომპანიის ვებგვერდზე: https://1plus1.ge/, ან მომსახურების ცენტრთან დაკავშირების გზით.
10. დაუშვებელია მომხმარებლის მიერ ფიტპასის მობილურ აპლიკაციაში მისი პროფილის გაზიარება ნებისმიერი სხვა პირისთვის, აგრეთვე დაუშვებელია მომხმარებლის მიერ სხვა მომხმარებლისთვის უფლების მიცემა რომ ისარგებლოს მისი პროფილით/ანგარიშით. აკრძალულია მომხმარებლის მიერ სხვა მომხმარებლის მობილური ტელეფონის/მოწყობილობის ან/და პროფილის/ანგარიშის საშუალებით სერვისებით სარგებლობა. მომხმარებელი ვალდებულია ფიტპასის მობილურ აპლიკაციაში დააფიქსიროს ის ტელეფონი/მოწყობილობა რომლის საშუალებითაც იგი გამოიყენებს საკუთარ პროფილს/ანგარიშს და ისარგებლებს სერვისებით („მთავარი მოწყობილობა“). მომხმარებლის მიერ საკუთარი პროფილის/ანგარიშის სხვა მობილურ ტელეფონზე/მოწყობილობაზე გააქტიურება და სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი იგი წინასწარ შეატყობინებს ამის შესახებ კომპანიას და მოითხოვს სხვა მობილური ტელეფონისთვის/მოწყობილობისთვის მთავარი მოწყობილობის სტატუსის მინიჭებას. მომხმარებელი ვალდებულია გაითვალისწინოს და დაემორჩილოს იმ პირობებს და წესებს რასაც კომპანია დაადგენს და რაც მოცემული იქნება ფიტპასის მობილურ აპლიკაციაში, აგრეთვე კომპანიის სოციალურ ქსელებში და საკომუნიკაციო ჯგუფებში, ან რაც გაცხადებული იქნება კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის ნებისმიერი სხვა ფორმით.
11. კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს მობილური აპლიკაციის გამოყენების პირობები კლიენტისათვის არანაკლებ 30 დღით ადრე ელექტრონული ან წერილობითი ფორმით შეტყობინების შემთხვევაში.