1.1 წინამდებარე მომსახურების პირობები (შემდგომში – „პირობები“) დაარეგულირებს კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული ინტერაქტიული სერვისის გამოყენების ფორმებსა და სახეებს.
1.2 კომპანიის ინტერაქტიული სერვისის მიწოდება ხდება https://1plus1.ge/ ინტერნეტ გვერდისა და Apple Store-ში, Google Play-სა არსებული მობილური აპლიკაციის მეშვეობით და იმყოფება კომპანიის ექსკლუზიურ საკუთრებაში (შემდგომში – „ინტერაქტიული სერვისი“).
1.3 ინტერაქტიული სერვისის გამოყენება მომხმარებლის მიერ ნიშნავს, რომ მომხმარებელი სრულად აცნობიერებს და ეთანხმება პირობებს და კონფიდენციალობის პოლიტიკას.
1.4 თუკი მომხმარებელი ინტერაქტიულ სერვისს იყენებს, უნდა ჩაითვალოს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა იმას, რომ ინტერაქტიული სერვისის ყველა კომუნიკაცია და ურთიერთქმედება შესაბამისობაში უნდა იყოს წინამდებარე პირობებთან.
1.5 თუკი მომხმარებელი რეგისტრირდება და ქმნის მომხმარებლის ანგარიშს ინტერაქტიული სერვისის მეშვეობით ან გადის ავტორიზაციას აპლიკაციაში, ითვლება რომ მომხმარებელს სრულად აქვს წაკითხული ეს პირობები და ეთანხმება მას.
2.1 ინტერაქტიული სერვისის ფარგლებში არსებული მთელი მასალა დაცულია კანონით, მასზე უფლებები ეკუთვნის კომპანიას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს საავტორო უფლების მფლობელის და სავაჭრო ნიშნისა თუ მოდელის უფლებების მფლობელის თანხმობის საფუძველზე.
2.2 ინტერაქტიული სერვისი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანაწილდეს, რეპროდუცირდეს, გადაეცეს, დაკავშირებულ იქნეს, გამოქვეყნდეს თუ მოდიფიცირდეს კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე.
2.3 სავაჭრო ნიშნის, მოდელისა თუ ნებისმიერი სხვა საავტორო უფლების ან საკუთრების უფლების დარღვევა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შედეგებს.
2.4 მომხმარებელს არ შეუძლია არც სრულად და არც ნაწილობრივ მოდიფიცირება მოახდინოს, გამოაქვეყნოს, გადასცეს, მიიღოს მონაწილეობა გადაცემასა თუ გაყიდვაში ან სხვა ნებისმიერი გზით გამოიყენოს ნებისმიერი კონტენტი, რომელიც ინტერაქტიული სერვისის ფარგლებშია ხელმისაწვდომი. ჩამოტვირთული მასალები არ შეიძლება რეპროდუცირდეს, გადანაწილდეს, უკან გადაეცეს, ხელახლა გაიცეს გამოყენებული იქნეს კომერციული მიზნებისთვის.
3.1 კომპანია იტოვებს უფლებას, გააუქმოს ან ცვლილება შეიტანოს წინამდებარე დოკუმენტში, წინასწარი შეტყობინების გარეშე და ნებისმიერ დროს.
3.2 პირობებში რაიმე შესწორების შეტანის შემთხვევაში, თუ მომხმარებელი კვლავაც განაგრძობს ინტერაქტიული სერვისებით სარგებლობას, უნდა ჩაითვალოს, რომ მომხმარებელი ეთანხმება განხორციელებულ ცვლილებებს.
3.3 პირობებში განხორციელებული ნებისმიერი შესაძლო ცვლილება შეეხება მათ შორის მესამე მხარეებს (იმ პირებს), რომლებიც არ არიან მომხმარებლები, ინტერაქტიული სერვისის მეშვეობით მათი გამოქვეყნებისთანავე.
4.1 კომპანია იტოვებს უფლებას დამოუკიდებლად შეაფასოს, არაკეთილსინდისიერად იმოქმედა თუ არა მომხმარებელმა ან დაარღვია თუ არა თავისი ვალდებულებები.
4.2 ინტერაქტიული სერვისის გამოყენების განმავლობაში, ინტერაქტიული სერვისის მომხმარებელი ვალდებულია არ ჩართოს ინტერაქტიული სერვისის ერთზე მეტი მოწყობილობა აპლიკაციის გამოსაყენებლად და დაასკანეროს QR კოდი ინტერაქტიული სერვისის გამოყენებისთვის, რომლის უზრუნველყოფასაც ახორციელებენ კომპანიის პარტნიორები.
4.3 მომხმარებელი ვალდებულებას იღებს, კეთილსინდისიერად გამოიყენოს ინტერაქტიულ სერვისში ჩართული მოწყობილობა და არ გახადოს იგი ხელმისაწვდომი ან არ უზრუნველყოს სხვა ნებისმიერი მხარისთვის მოწყობილობაზე თუ ინტერაქტიულ სერვისზე წვდომა ინტერაქტიული სერვისის გამოწერის თავიდან აცილების მიზნით, ანუ მხოლოდ იმ ანგარიშის მომხმარებელს, რომელთანაც დაკავშირებულია მოწყობილობა, შეუძლია გამოიყენოს ინტერაქტიული სერვისი.
4.4 კომპანია იტოვებს უფლებას შეწყვიტოს მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიწოდებული პარტნიორთა სერვისები მომხმარებლის არაკეთილსინდისიერი ქცევის შემთხვევაში და შეწყვიტოს მომხმარებლის მიერ გამოწერა, უკვე გადახდილი თანხების ანაზღაურების უფლების ან დარჩენილი პირობების გამოყენების უფლების გარეშე, კომპანიისთვის და კომპანიის პარტნიორებისთვის მომხმარებლის არაკეთილსინდისიერი ქცევით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის ფორმის სახით.
4.5 ინტერაქტიული სერვისის მეშვეობით კომპანია უზრუნველყოფს სხვადასხვა ობიექტებზე (რომელის ჩამონათვალი ხელმისაწვდომია კომპანიის საიტზე) წვდომას შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე და ასევე, სთავაზობს და უზრუნველყოფს ინტერაქტიული სერვისის ფარგლებში ხელმისაწვდომ სხვა სერვისებს/პროდუქტებს.
4.6 კომპანია უზრუნველყოფს ინტერაქტიული სერვისის ფარგლებში ხელმისაწვდომ ყველა სერვისს იმ წინამდებარე პირობების შესაბამისად, რომელიც მოქმედია მომხმარებლის მიერ შეთავაზების მიღების თარიღისთვის.
4.7 კომპანიის სერვისების ფასები მოცემულია ინტერაქტიული სერვისის მეშვეობით და ეს ფასები მოიცავს დღგ-ს.
4.8 კომპანია არ არის მფლობელი და არ აქვს პროდუქტები/სერვისები, რომლებსაც იგი სთავაზობს ინტერაქტიული სერვისის მეშვეობით საკუთარ მფლობელობაში. ყველა პრობლემასა და ხარვეზზე, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ობიექტების გამოყენების დროს, პროდუქტის/სერვისის მიწოდების ან დეფექტების ჩათვლით, კომპანიის პარტნიორები, რომელთა პროდუქტების შეთავაზებაც ხდება ინტერაქტიული სერვისის მეშვეობით, ერთპიროვნულად პასუხისმგებელი იქნებიან.
4.9 მომხმარებლის ანგარიშის გახსნა ხდება მომხმარებლის ანგარიშის არსებული ფორმის შევსებით, სადაც მომხმარებლის დეტალები უნდა იქნეს შეტანილი, ხოლო კორპორაციული მომხმარებლების შემთხვევაში, სპეციალური ფორმა უნდა შეივსოს და კომპანიასთან ხელშეკრულებას მოეწეროს ხელი.
4.10 მომხმარებლის ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ იგი სრულად ეთანხმება პირობებს და რომ წაკითხული, გაცნობიერებული და მიღებული აქვს ასეთი პირობები.
4.11 კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს მის მიერ ინტერაქტიული სერვისის პაკეტების ფარგლებში შეთავაზებული სერვისების ფასი, რაოდენობა და ტიპი, და ასევე, ამავე სერვისის პაკეტების ტიპები, რომლებიც ექვემდებარება შეთავაზებებს, უზრუნველყოფილს პარტნიორთა მიერ, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფენ სერვისებს.
4.12 მომხმარებელი ვალდებულებას იღებს, სერვისის თანხა გადაიხადოს კომპანიის მიერ დადგენილი წესით.
4.13 ყველა გადახდა განხორციელდება საქართველოს კანონიერი საგადასახადო საშუალებების (ლარი) გამოყენებით.
5.1 მომხმარებლებმა უნდა წარმოადგინონ ზუსტი ინფორმაცია. კომპანია არ იქნება ვალდებული ასეთი ინფორმაციის ყოველი დეტალის შემოწმებაზე. თუკი ინტერაქტიული სერვისის მიწოდებისას კომპანია აღმოაჩენს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია არაზუსტია, კომპანია უფლებამოსილი იქნება გააუქმოს ინტერაქტიული სერვისის გამოწერა, წაშალოს არაზუსტი ინფორმაციის შემცველი მომხმარებლის ანგარიში და შეატყობინოს თავის ყველა პარტნიორს.
5.2 მომხმარებელმა შეიძლება კომპანიისგან მოითხოვოს კომპანიის მიერ შენახული მომხმარებლის ინფორმაციის გადაცემა მომხმარებლისთვის საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, კომპანიის მიერ შენახული მომხმარებლის ინფორმაციის მისაწოდებლად და წასაშლელად. მომხმარებელს შეუძლია ამ ფორმის გამოყენება, თუკი მომხმარებელს სურს, რომ კომპანიის მონაცემთა ბაზიდან წაშლილ იქნეს თავისი ინფორმაცია. თუკი მომხმარებელს სურს, რომ მისი მონაცემები წაშლილი იყოს, კომპანია ვეღარ შეძლებს მომხმარებლისთვის ინტერაქტიული სერვისის მიწოდებას.
5.3 თუკი მომხმარებლის მონაცემები წაშლილია, მომხმარებელი ვეღარ შეძლებს ინტერაქტიული სერვისისა და იმ დარჩენილი პირობების რაოდენობის გამოყენებას, რომელიც მომხმარებელს ჰქონდა გამოწერილი.
6.1 მომხმარებელი აცნობიერებს და თანხმდება, რომ ინტერაქტიული სერვისისა და მისი კონტენტის გამოყენება მომხმარებლის ერთპიროვნული პასუხისმგებლობაა.
6.2 კომპანიის განაცხადი ტექნიკური ხარვეზების შესახებ:
6.2.1 მომხმარებელი აცნობიერებს და თანხმდება იმ ფაქტზე, რომ ზოგჯერ ინტერნეტქსელის გამოყენებისას შესაძლოა წარმოიშვას ინტერაქტიული სერვისის ტექნიკური პრობლემები და შეფერხება. ეს და მსგავსი მოვლენები კომპანიის კონტროლის სფეროს ფარგლებს გარეთაა; ამდენად, კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მონაცემთა რაიმე ტიპის დაკარგვასა თუ სხვა ნებისმიერ მოვლენაზე, რომელიც შეიძლება მოხდეს ინტერაქტიული სერვისის მიწოდებისას.
6.2.2 მომხმარებელი თანხმდება იმაზე, რომ ინტერაქტიულ სერვისზე წვდომა ზოგჯერ შესაძლოა შეწყდეს, დროებით არ იყოს ხელმისაწვდომი ან შეჩერდეს ინტერაქტიული სერვისის დაგეგმილი ტექნიკური მომსახურების გამო ან იმ სხვა მიზეზების გამო, რომლებიც კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლებს სცდება.
6.2.3 კომპანია არავითარ შემთხვევაში არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე ზარალზე, რომელიც წარმოიშობა ინტერაქტიული სერვისის გამოყენებიდან თუ სრულად თუ ნაწილობრივ გამოყენების შეუძლებლობიდან. მომხმარებელი მკაფიოდ აცხადებს, რომ მომხმარებელი არ დააკისრებს კომპანიას, მის ფილიალებს, კომპანიის პასუხისმგებელ პირებს, თანამშრომლებსა და წარმომადგენლებს პასუხისმგებლობას შესაძლო ზარალისა და ხარჯებისთვის, ასევე იურიდიული წარმომადგენლობის ხარჯების ჩათვლით, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას მომხმარებლის მიერ ინტერაქტიული სერვისის გამოყენებიდან.
6.2.4 კომპანია და ნებისმიერი აფილირებული მესამე მხარე არავითარ შემთხვევაში არ იძლევა გარანტიას, რომ ინტერაქტიული სერვისი არ შეფერხდება ან რომ თავისუფალი იქნება ფუნქციონირების ნებისმიერი დარღვევებისგან. კომპანია არ უნდა და არ შეიძლება პასუხისმგებელი იყოს ინტერაქტიული სერვისის გამოყენებიდან წარმოშობილ შედეგებზე, ინტერაქტიული სერვისის მიერ მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის, სერვისისა თუ საქონლის სიზუსტეზე, სანდოობასა თუ შინაარსზე.
6.2.5 კომპანია გამორიცხავს ნებისმიერ პასუხისმგებლობას აღჭურვილობის, აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ დაზიანებაზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ინტერაქტიული სერვისის გამოყენების შედეგად.
6.2.6 ინტერნეტქსელის არსიდან გამომდინარე, კომპანია ვერ მოგცემთ ინტერაქტიული სერვისის გავლით გადაცემული რაიმე ინფორმაციის სრული დაცვის გარანტიას, ამგვარად, კომპანია არ უნდა და არ შეიძლება პასუხისმგებელი იყოს იმ მესამე მხარეთა რაიმე შესაძლო მავნე ქმედებებზე, რომლებიც იღებენ და იყენებენ ან ასხვისებენ ასეთ ინფორმაციას თანხმობის გარეშე.
1. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი მონაცემები სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის:
2. ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ მესამე პირთა სერვისები ჩვენი მომსახურებით სარგებლობის მონიტორინგისა და ანალიზისთვის.